დავით ხაჟალია:"ფირცხალავა ამბობს, რომ ეს წინასწარ დაგდგმული სცენარია"

დავით ხაჟალია:"ფირცხალავა ამბობს, რომ ეს წინასწარ დაგდგმული სცენარია"

საქართველოს შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის,  დავით ხაჟალიას განცხადებით, ძალიან გადაჭარბებულია ის ბრალი, რაც ფირცხალავას აქვს წაყენებული.

"დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ფირცხალავამ დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა და ამ სპეცოპერაციით შენიღბა მის მიერ დაგეგმილი მკვლელობა. მგონი აბსურდის თეორიამდე მივდივართ. ფირცხალავა ამბობს, რომ აბსურდია ეს ყველაფერი და მიუნიშნებს იმაზე, რომ ეს არის წინასწარ დაგდგმილი სცენარი, რომლის შესახებაც ძალაინ დიდი ხანია საუბრობენ,"– ამბობს ადვოკატი დავით ხაჟალია.

 

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთა ნაწილის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები – ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და დავით ალელიშვილი თავს დამნაშავეს არ მიიჩნევენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: