ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

მკვლელობის მთავარ მოტივად ირაკლი ფირცხალავას მიერ ხუბულოვის წინააღმდეგ შურისძიება დაასახელა.

გამოძიების მასალების მიხედვით, 2006 წლის 07 აპრილს სოდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის.

"მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით ეძია შური მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე," - განმარტეს პროკურატურაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: