გოგლა ჟვანია: "წინაპირობა ბევრია, რომ ფანტასტიკური ვერსია საპნის ბუშტივით გასკდეს"

გოგლა ჟვანია: "წინაპირობა ბევრია, რომ ფანტასტიკური ვერსია საპნის ბუშტივით გასკდეს"

დეპუტატ გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ჟვანიას თქმით, ირიბად თუ პირდაპირ იწყება აღიარება იმისა, რომ ცხედრებზე დაზიანებები იყო და ცხედრების გადაადგილება მოხდა. ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას საფლავზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"პროკურატურა  რაც შესაძლებელია ყველაფერს აკეთებს. მე უწყებასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულებაა მოგროვებული. უკვე თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის დანაშაულის ჩამდენი მხარე. ირიბად თუ პირდაპირ იწყება აღიარება იმის, რომ ცხედრებზე დაზიანებები იყო და ცხედრების გადაადგილება მოხდა. ახლა ცდილობენ ეს, რაღაც ფანტასტიკურ ვერსიებში შეფუთონ. ეს, რა თქმა უნდა, გარემოებებს არ შეცვლის მითუმეტეს, რომ მტკიცებულებები ბევრია და არის წინაპირობა, რომ ეს ფანტასტიკური ვერსია გასკდეს საპნის ბუშტივით", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.ის ასევე ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი რეგიონში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურას აქვს.

"მსგავსი ინფორმაციები პროკურატურაში შესულია და ხდება მათი გადამოწმება", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: