დავით ნარმანია: ჩვენ ბიუჯეტით გათვალისწინებულ ყველა დავალებას შევასრულებთ

დავით ნარმანია: ჩვენ ბიუჯეტით გათვალისწინებულ ყველა დავალებას შევასრულებთ

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამინისტრო 2013 წლის ბიუჯეტით გაითვალისწინებულ ვალდებულებებს, გაცილებით მაღალი აქტივობით შეასრულებს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.


"ათი თვის მონაცემებით, წინა მთავრობას ვალდბულების მხოლოდ 57% აქვს შესრულებული. მესამე კვარტალში, სადაც რეალური სამუშაოები უნდა ხორციელდებოდეს, მხოლოდ 43%-ია გაკეთებული. ამ დროში შესრულებული ნახევარ მილიარდსაც არ სცდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


მინისტრმა ბრიფინგზე გზბის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც წინა ხელისუფლებისთვის თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ.


კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მომავალში ის პროექტები, რაც უკვე დაწყებულია, დავით ნარმანიამ უპასუხა: "ეს სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით ჩვენსა და შემსრულებელ კომპანიებს შორის ახლაც მიმდინარეობს. სამინისტრო ხელშეკრულების მიხედვით იმოქმედებს".


ბრიფინგის დასასრულს მინისტრმა დასძინა, რომ სამინისტროში აუცილებლად შეიქმნება მრჩეველთა ჯგუფი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და იურიდიული კომიტეტი იქნება ჩართული. ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ პარლამენტთან და დეცენტრალიზაციის პროცესს შეუწყობენ ხელს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: