Iverioni
«    აპრილი 2023    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
4-02-2015, 18:48
ნანახია: 1504

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა.
განცხადება ვასაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
"დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, ბატონ პრემიერს. უნდა აღვნიშნო, რომ ვემიჯნები "ქართულ ოცნებას," არსებულ ღირებულებებს. ვტოვებ ფრაქციას და პარტიას და ვაგრძელებ მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში," - აღნიშნა მედეა ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამასთან ერთად, პროკურატურაში ვასაძის წინააღმდეგ არაერთი საჩივარია შესული. ყველაზე გახმაურებული კი მოქალაქე დოდო დიასამიძესთან 2013 წელს, მომხდარი ინციდენტია, როდესაც ვასაძემ დასმული შეკითხვის გამო დიასამიძე საკუთარ კაბინეტში სცემა.

(არქივი)

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-02/1423061289_medea-vasadze-achara.jpg