პეტრე მამრაძე: ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება დროში იწელება

პეტრე მამრაძე: ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება დროში იწელება

"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" თავმჯდომარე, პეტრე მამრაძე ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს "რეპორტიორის" პრეს კლუბბში გამართულ პრესკონფერენციაზე  გამოეხმაურა.

"ორ წელზე მეტია, რაც ახალი ხელსიუფლების პირობებში, ზურაბ ჟვანიას საქმის  გამოძიება მიმდინარეობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდება ამ თემით სპეკულაცია. ხან მისი გვამის ექსჰუმაციას ჰპირდებიან ხალხს, ხან რას, ხან რას... მაგრამ ყველაფერი  იწელება დროში.

რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მეტი კითხვა იბადება ამ საქმის ირგვლივ, ვიდრე პასუხი.  კობა ხარშილაძემ ღიად ისაუბრა სასამართლო სხდომაზე, რომ როცა შევიდნენ ოთახში და დარწმუნდნენ, რომ ჟვანია და უსუპოვი გარდაცვლილები იყვნენ, მათ იქ დახვდათ აბსურდული ვითარება, მათ კი ამ ვითარების გამოსწორება მოინდომეს და ამ მიზნით უსუპოვის ცხედარი ჩაიტანეს  და მანქანაში მოათავსეს.

გამოძიება არ უნდა დაინტერედეს, რა ხდებოდა ბინაში და რატომ გახდა საჭირო  ამ ვითარების გამოსწორება? ან  ვის ჰქონდა უფლება, რომ ამ გამოსწორებაზე მიეღო გადაწყვეტილება?  ასევე საუბარი იყო, რომ იქ იყო პარიკი და შავი ჩანთაც,  სხვა ბევრი რამეც ითქვა. ახლა კი ამბობენ, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორი უწყობდა ხელს,  ვითარება დამახინჯებულიყო. რა ხდება, რაშია საქმე, როდემდე უნდა გაგრძელდეს  ამ  საქმეზე საუბარი, როდის უნდა დასრულდეს ამ საქმის გამოძიება და ამ საქმით სპეკულირება?"-განაცხადა პეტრე მამრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: