სოზარ სუბარი: SIDA-ზე გამოთქმული ცალკეული პირების ეჭვები საქართველოს მთავრობის პოზიციას არ ასახავს

სოზარ სუბარი: SIDA-ზე გამოთქმული ცალკეული პირების ეჭვები საქართველოს მთავრობის პოზიციას არ ასახავს

"SIDA-ზე გამოთქმული ცალკეული პირების ეჭვები არ ასახავს საქართველოს მთავრობის პოზიციას," - აღნიშნული განცხადება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.

"ზოგადად ძალიან მადლიერები ვართ შვედეთის მთავრობის იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობთ ევროინტეგრაციის თუ დეოკუპაციის პოლიტიკის საკითხებში. რაც შეეხება კონკრეტული პირების მიერ გამოთქმულ შეფასებას, ეს არანაირად არ ასახავს საქართველოს მთავრობის პოზიციას," - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის: SIDA-თან და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: