ჩამოსვენებული 30 ნეშტიდან, 4 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია

ჩამოსვენებული 30 ნეშტიდან, 4 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი საკმაოდ შედეგიანი და ნაყოფიერი იყო. აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა ურთიერთგაგებისა და სრული ნდობის პირობებში წარიმართა", - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქართულ მხარეს.

მხარეები მსგავსი შეხვედრების რეგულარულად ჩატარებაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა გაზაფხულზე რამოდენიმე სამარხის ექსჰუმაცია აჩადარაში, გუმისთაში, ხონსა და ვაზიანში.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფარგლებში მუშობს ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება წარმოადგენს. ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, წითელი ჯვრის დახმარებით, მოლაპარაკების შედეგად, 2014 წელს მოხდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და 30 ნეშტის თბილისში ჩამოსვენება, საიდანაც 4 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: