მანანა კობახიძე: პრეზიდენტთან დებატებში შესვლას არ ვაპირებთ

მანანა კობახიძე: პრეზიდენტთან დებატებში შესვლას არ ვაპირებთ

 არ ვთვლით საჭიროდ, რომ პრეზიდენტთან დებატებში შევიდეთ, რადგან მას კონსტიტუციით სულ სხვა უფლებები აქვს მინიჭებული.განცხადება ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.


"პარლამენტს პრეზიდენტთან სადებატო საკითხები არ გვაქვს. არ ვთვლით საჭიროდ, რომ პრეზიდენტთან შევიდეთ დებატებში, რადგან მას დღეს კონსტიტუციით სრულიად სხვა უფლებამოსილებები აქვს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის თარიღს, ჩვენ ამას მომდევნო სასესიო კვირას ვგეგმავდით. თუ რამე პრეზიდენტს განსხვავებული აზრი აქვს, ამას გვაცნონებს", - განაცხადა კობახიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: