ჯუმბერ კირვალიძე: სააკაშვილი საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეა

ჯუმბერ კირვალიძე: სააკაშვილი საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეა

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ომის გაჩაღებისკენ მომწოდებელი საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეა, ასე გამოეხმაურა  პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძემ  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 


 "მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები (მერკელი, ოლანდი და სხვები) აცხადებენ, რომ უკრაინის კრიზისი სამხედრო გზით არ გადაწყდება და საჭიროა დიპლომატიური ხერხებით მისი მოგვარება, ავანტიურისტი სააკაშვილი ამერიკელ "ქორებს" ამოფარებული, მოუწოდებს უკრაინელებს ომის სასაკლაოსკენ! "თუ უკრაინის არმია საჭირო ცოდნით, უნარებითა და იარაღით იქნება უზრუნველყოფილი, ისინი მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებენ", - მიხეილ სააკაშვილი! და აქვე, ამერიკელი გენერლის ნატოს მთავარსარდალის, ფილიპ ბრიდლავის განცხადებაც – "ვფიქრობ, არ უნდა გამოვრიცხოთ სამხედრო გამოსავალი. ვსაუბრობ უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე და არა სამხედროების გაგზავნაზე. სახმელეთო ოპერაციაზე საუბარი არ არის". – ანუ, ამერიკელები საკუთარი ცოცხალი ძალის გაგზავნას არ გეგმავენ, რადგანაც "საზარბაზნე ხორცად" უკრაინელ ხალხს მოიაზრებენ, ისევე, როგორც საერთაშორისო ავანტიურისტი სააკაშვილი! ამერიკელები, არ ვიცი, როგორ და რანაირდ შეძლებენ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, საკუთარი პოზიციების ახსნას. მაგრამ, სააკაშვილი, როგორც ომის გაჩაღებისკენ მომწოდებელი და საერთაშორისო სამხედრო დამნაშავე, რომ წარსდგება სასამართლოს წინაშე, ეს უეჭველია, უბრალოდ, რომელ ქალაქში მოხდება ეს, – ჰააგაში თუ კიევში, – დანამდვილებით ჯერ ვერ გეტყვით", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: