დიმიტრი მეჭურჭლიშვილი: "ისეთ მდგომარეობაში ვარ, ლამისაა თვითონ მოვითხოვო ჩემი გათავისუფლება"

დიმიტრი მეჭურჭლიშვილი: "ისეთ მდგომარეობაში ვარ, ლამისაა თვითონ მოვითხოვო ჩემი გათავისუფლება"

"ივერიონს"  116-ე საჯარო სკოლის დირექტორი ვირტუალურ ბრალდებაზე ესაუბრება

-ბატონო დიტო, თქვენი განცხადებით, განათლების სამინისტრო თქვენს სკოლაში რევიზიას გეგმავს, რა გახდა ამის მიზეზი?

„რა ხანია პოლიტიკურად ვიდევნები, ახლა კი ჩემ წინააღმდეგ ახალი მექანიზმი ამუშავდა - განათლების სამინისტრომ,  რახან სასამართლოში ვერ მამარცხებს, შექმნა  მოგონილი, ვირტუალური პიროვნება, რომელსაც არც ვინაობა აქვს და არც მისამართი, და მისი სახელით დაწერა  17 აპრილით დათარიღებული საჩივარი, სადაც სკოლაში წრეობრივი მომსახურების უკანონობას მედავება.  ჯერ ერთი, სამინისტროს არც უნდა განეხილა არარსებული პირის საჩივარი და უნდა დაელუქა, მეორე, აქამდე სად იყვნენ, 17 აპრილს შეტანილ საჩივარს ახლა რომ აცოცხლებს? ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი სკოლის პედაგოგი დავით ფერაძეა. რა ვქნა, ამ კაცს პირი ამოვუკერო? ბოლოს და ბოლოს, მის გათავისუფლებას ერთი საგაკვეთილო საათის გაცდენის გამო მაიძულებენ, როცა სხვა სკოლებში წარამარა აცდენენ გაკვეთილებს მასწავლებლები. გააქტიურდება თუ არა ფერაძე, განათლების სამინისტრო მაშინვე ჩემზე ძალადობს. მე რა შემიძლია, მათ შორის შუამავლის როლის თამაშის გარდა? მაგრამ შუამავლობა არ სურთ, გაათავისუფლეო, მთხოვენ. როგორ გავათავისუფლო ისეთი კაცი, რომელიც პედაგოგთა ინტერესების ერთადერთი დამცველია და მთელი ქვეყანა ასეთად იცნობს? ან ჩემთან რა უნდათ, სკოლა ბრენდად ვაქციე, მხოლოდ კომაროვისა  და ვეკუას სახელობის სკოლები მასწრებენ! მოკლედ, ისეთ მდგომარეობაში ვარ, ლამისაა თვითონ მოვითხოვო ჩემი გათავისუფლება“. 

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: