სოსო ჯოგლიძე: ირაკლი ფირცხალავამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზარზე არ უპასუხა

სოსო ჯოგლიძე: ირაკლი ფირცხალავამ  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზარზე არ უპასუხა

"მე საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ გამაჩია. ერთადერთიჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადმოცემით, აღნიშნულ ადგილზე, სოფელში სადაც მოხდა ეს საზარელი დანაშაული, დაახლოებით 2-3 თვე არ ყოფილა " - ეს განცხადება გია სოსანაშვილის ადვოკატმა "იმედის კვირაში" განაცხადა.

 "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადმოცემით, აღნიშნულ ადგილზე, სოფელში სადაც მოხდა ეს საზარელი დანაშაული, დაახლოებით 2-3 თვე არ ყოფილა. ის ჩასული იყო ახლობლის დედის გასვენებაში. მას თან ახლდა პატრულის 2 თანამშრომელი. აქედან გამომდინარე ის 2 პატრულიც დაიკითხება და შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებიდან დაადასტურებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა მაშინ სახლში. ეს იყო 19 იანვარი, აღნიშნული დღესასწაული.

 მოგეხსენებათ, ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო გამოძიების დაწყების საფუძველი, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაურეკა მის ნაცნობს ირაკლი ფირცხალავას რომ მიელოცა აღნიშნული დღესასწაული. ისინი მეგობრები არ ყოფილან. უბრალოდ იყვნენ ნაცნობები. ერთ სისტემაში მუშაობდნენ ორივენი. ზარი იყო არა მარტო ირაკლი ფირცხალავასთან არამედ რამდენიმე თანამშრომელთან. აწ გარდაცვლილ პოლიციის თანამშრომელთან მამია ცნობილაძესთანაც. ირაკლი ფირცხალავამ  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზარზე არ უპასუხა, ანცხადა ჯოგლიძემ".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: