ნინო ბურჯანაძე: ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ შედეგები უნდა დადოს

ნინო ბურჯანაძე: ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ შედეგები უნდა დადოს

 თუკი პროკურატურა აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გამოძიებულია, მაშინ შედეგები უნდა დაიდოს, ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.


"არა მგონია, რომ ამ თემაზე საერთოდ უნდა გაგრძელდეს ეს ზღვარგადასული განხილვები. თუ რამის თავი აქვს პროკურატურას, უკვე კარგა ხანია, გვეუბნებიან, რომ საქმე გამოძიებულია, გახსნილია და ყველაფერი ნათელია, მაშინ დადონ შედეგები. თუ არა, მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს საკითხი გავიდა არა მარტო პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან", - განაცხადა ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: