დავით სერგეენკო: მედიკამენტებზე ფასების ზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის სამოქმედო გეგმას აამუშავებს

დავით სერგეენკო:  მედიკამენტებზე ფასების ზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის სამოქმედო გეგმას აამუშავებს

იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი ეკონომიკური პროცესების გამო მედიკამენტებზე ფასების ზრდა გაგრძელდება, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გემა მზად აქვს, რომელიც მოსახლეობისთვის პირველადი  მოხმარების მედიკამენტებზე ხელმსაწვდომობას უზრუნველყოფს, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ისაუბრა.

"არსებული მდგომარეობით, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100 -მდე დასახელებაზე არის გაზრდილი ფასები და ესეც საშუალოდ 7-დან 10%-მდე. ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს სამოქმედო გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ იქნა ფასების მატება კიდევ უფრო მეტი პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე, ეფექტური გეგმა ავამუშავოთ, რომლითაც უზრუნველვყოფთ მოსახლეობის ხელმისაწვდომობამ ამ მედიკამენტებზე", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: