ზაქარია ქუცნაშვილი: ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ზაქარია საზოგადოებას ყოველთვის სიმართლეს ეუბნება!

ზაქარია ქუცნაშვილი: ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ზაქარია საზოგადოებას ყოველთვის სიმართლეს ეუბნება!

"ზაქარია საზოგადოებას ყოველთვის სიმართლეს უებნება ", -  განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

"თუკი უმრავლესობა პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო პრინციპზე, რომ კანდიდატი აპოლიტიკური ფიგურა უნდა ყოფილიყო, რატომ მოხდა ქუცნაშვილის დასახელება? ის, რაც განვაცხადე რამდენიმე დღის წინ, დაადასტურეს დიმიტრი ხუნდაძემ, ელისო ჩაფიძემ და 16-მა დეპუტატმა. ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც უმრავლესობის სახელით კადრულობენ მოლაპარაკებებს და ამ დროს უმრავლესობის წევრებს ვერ აყენებენ საქმის კურსში. სიმართლე დადასტურებულია, თუკი კიდევ ვინმეს მეტი დეპუტატის აზრის გაგონება სურს, ჰკითხონ, იყო თუ არა ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში განხილული და შეჯერებული", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: