რაფალიანცის საქმის ხელახალი გამოძიება იწყება?

რაფალიანცის საქმის ხელახალი გამოძიება იწყება?

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოძიება შესაძლოა თავიდან დაიწყოს.

ოჯახის ინფორმაციით, საქმე ჩაიბარა ახალმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც ყველა გარემოებას თავიდან შეისწავლის.

წინა გამომძიებლებს უნდობლობას თავად ოჯახი უცხადებდა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმე მალე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ, მისი ინფორმაციით, მტკიცებულებების ნაწილის კვალი წაშლილია.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: