გიორგი მარგველაშვილი: მდგრადი სასამართლო სისტემა სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა

გიორგი მარგველაშვილი: მდგრადი სასამართლო სისტემა  სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც დგას თქვენს უკან და თქვენს გვერდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ იურიდიული საზოგადოება, არამედ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფენები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თავისთავად ამან კიდევ უფრო მაღალი გახადა სტანდარტი ამ პროცესის და კიდევ უფრო გააღრმავა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატი. მე მადლობა მინდა ვუთხრა მედიასაც, რომელიც მთელი კვირების განმავლობაში აქტიურად გითმობდათ თავის ეთერს, გაძლევდათ საშუალებას, ჩამოგეყალიბებინათ თქვენი შეხედულებები და ფართო დისკუსია გაშალა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც არის ლოდის საკიდური ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რადგან სასამართლო სისტემის სტაბილურობა, მდგრადობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: