Iverioni
«    აპრილი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
აპრილი 2019 (7)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
14-02-2015, 22:31
ნანახია: 703

ძაძამიას ადვოკატი გოგლა ჟვანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის, მიხეილ ძაძამიას, ადვოკატი გოგლა ჟვანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, გადაცემა "რეაქციაში" ყოფილი პრემიერის ძმამ მიხეილ ძაძამიასთან შეხვედრაზე არასწორად ისაუბრა.

გოგლა ჟვანია აცხადებდა, რომ მკვლელობიდან მეორე დღეს ის ძაძამიას შეხვდა და მასთან ერთად ის მარკეტი მოინახულა, რომელშიც დაცვის წევრებმა შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი პროდუქტები იყიდეს.

გელა ქენქაძის თქმით, გოგლა ჟვანია და მიხეილ ძაძამია ამ დღეს ერთმანეთს არ შეხვედრიან. მათი შეხვედრა ყოფილი პრემიერის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გოგლა ჟვანიას ინიციატივით, მხოლოდ ერთხელ შედგა.

ამ შეხვედრაზე საუბარი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას ეხებოდა, რაც ადვოკატის განმარტებით, გოგლა ჟვანიამ ფარულად ჩაიწერა და ეს ჩანაწერი ახლაც პროკურატურაში ინახება.

"მსგავსი შეხვედრა მას არ ჰქონია. ეს არის მისი მოგონილი და ფანტაზიის ნაყოფი. ერთადერთი შეხვედრა მას ქონდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების რამდენიმე კვირის შემდეგ, სადაც გოგლა ჟვანიამ დაუძახა და სთხოვა, რომ ეთქვა მისთვის, თუ როგორ გარდაიცვალა მისი ძმა. ძაძამიამ მას უთხრა სიმართლე და, როგორც აღმოჩნდა, ეს საუბარი გოგლა ჟვანიამ ფარულად ჩაიწერა," - აცხადებს ადვოკატი.