უჩა ნანუაშვილი: ნინო გვენეტაძე დიდ როლს შეასრულებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში

უჩა ნანუაშვილი: ნინო გვენეტაძე დიდ როლს შეასრულებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში

საქრთველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქრთველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ  მიღებული გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარედ ნინო  გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

 

"ვფიქრობ, ქალბატონი ნინო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მე პატივს ვცემ მის პრინციპულობას და პროფესიონალიზმს და ვფიქრობ, რომ ის წლების განმავლობაში ამ მხრივ გამორჩეული იყო. იმედს გამოვთქვამ, რომ  ქალბატონი ნინო გვენეტაძე შეასრულებს დიდ როლს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: