დავით საგანელიძე: ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურ განიხილება

დავით საგანელიძე: ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე  რამდენიმე კანდიდატურ განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ  ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე  რამდენიმე კანდიდატურ განიხილება, მათ შორის გუბაზ სანიკიძე.


"ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გვქონდა მსჯელობა კოალიციის პოლიტსაბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი უნდა დადგეს. რეალობაა, რომ უმრავლესობას აქვს თავისი კვოტები, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად უნდა აითვისოს და გამოიყენოს. უმრავლესობაში არ გვქონია ამაზე ჯერ საუბარი. ამ დღეებში, შეიძლება, დღესაც გვქონდეს უმრავლესობის სხდომა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, საკითხი დადგება. ბატონ ზურაბ აბაშიძის გაწვევის თემა უმრავლესობის გადასაწყვეტია", - განაცხადა საგანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: