Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (9)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
18-02-2015, 18:02
ნანახია: 3861

სააკაშვილისეული წმენდა უკრაინაში-დაკავებები და გათავისუფლებები კამერების თანხლებით

"ძველი ხელისუფლების გადმონაშთებისგან " წმენდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ცოტა ხნის წინ კიევში ჩატარდა: კიბოს ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, იგორ შჩეპოტინი პირდაპირ ოპერაციის მსვლელობის დროს თანამდებობიდან მოხსნეს და საოპერაციოდან მიაბრძანეს.

ამონარიდი უკრაინული სააგენტოს УНН-ს ახალი ამბებიდან : "დღეს გეგმიური ოპერაცია ტარდებოდა. პაციენტ ქალს კიბო აქვს. ოპერაციას უკრაინაში ცნობილი ონკოლოგი-ქირურგი, იგორ შჩეპოტინი ატარებდა. "ცუდ მდგომარეობაში ვართ, ეს ადამიანი ჩვენი იმედი იყო"- აცხადებენ პაციენტის ნათესავები. _ როცა ყველაფერი მზად იყო ოპერაციისთვის და პაციენტი უკვე ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა, საოპერაციოში შევარდნენ ადამიანები, რომელთაგან ერთ-ერთის გვარი სემივოლისი ჩვენთვის ცნობილია. მათ ქირურგს განუცხადეს, რომ გათავისუფლებულია და სასწრაფოდ უნდა დატოვოს საოპერაციო. პროფესორი გამოაგდეს, საოპერაციოში კი დაძინებული პაციენტი დატოვეს. ნათესავებმა მილიცია გამოიძახეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუშვეს სხვა ექიმი, რომელმაც ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა."

თვითონ ქირურგი УНН-თან სატელეფონო საუბრისას ადასტურებს ამ ინფორმაციას. მისი თქმით, დილით, თათბირზე , როცა ოპერაციის შესახებ იყო მსჯელობა, მისთვის გათავისუფლების შესახებ არაფერი უთქვამთ.

_არანაირი ბრძანება გათავისუფლების შესახებ არ ყოფილა. პირიქით, მითხრეს, რომ პაციენტი ოპერაციისთვის იყო მზად. მე წავედი საოპერაციოში ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. -თქვა შჩეპოტინმა ჟურნალისტთან ინტერვიუში. ასეთი რამ მე ჩემი პროფესიული კარიერის მანძილზე არ მინახავს და არ მსმენია. ვლოცულობ, რომ პაციენტს დახმარება აღმოუჩინონ და ყველაფერი კარგად დამთავრდესო.

პროფესორის განცხადებით "ოპერაციის ჩაშლის" სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიის კამერების თანხლებით ჩატარდა, რაც თეატრალიზებულ წარმოდგენას უფრო ჰგავდა. – ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ჩამდენებს , იმ ადამიანების სიცოცხლე საერთოდ არ ანაღვლებთ, ვის გადარჩენასაც ჩვენ, ექიმები ვცდილობთ . კამერების "ექშენისთვის" ისინი მზად არიან შეიჭრან საოპერაციოში და ექიმი გამოაგდონ " _ თქვა მან.

პროფესორი იგორ შჩეპოტინი ონკოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელად დაახლოებით 10 წლის წინ, მაშინდელმა პრეზიდენტმა იუშჩენკომ დანიშნა და მის პროფესიონალიზმში აქამდე ეჭვი არავის შეუტანია.

ბედის უკუღმართობით წინა პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყნიდან გაქცევამდე, უკანასკნელი ვიზიტი ამ ინსტიტუტში ჰქონია. იქ მან თავისი გულისხმიერების სადემონსტრაციოდ კამერების თანხლებით ავადმყოფები და მედპერსონალი მოინახულა. უკანა კადრში კამერებმა ინსტიტუტის დირექტორიც დააფიქსირა.

პრეზიდენტი გაიქცა, მისი "ნარჩენები" კი დარჩა. როგორც ჩანს, ბევრისთვის მნიშვნელობა არა აქვს ადამიანი პოლიტიკიასთან შეხებაში იყო თუ არა. ის კი, ვისი გვარიც პაციენტის ახლობლებმა დაასახელეს, ანდრეი სემივოლისი ამავე ინსტიტუტის თანამშრომელია, რომელიც , როგორც ამბობენ, პოლიტიკაში საკმაოდ ჩართულია. ერთი წლის წინ ის მაიდანზე განვითარებული მოვლენების ცენტრში იმყოფებოდა და აქტივისტებისთვის სამედიცინო დახმარების ორგანიზებას უზრუნველყოფდა. გამარჯვების შემდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდა მოწოდებებს დირექტორის წინააღმდეგ, თუმცა პროფესორმა მედპერსონალის დახმარებით მოახერხა დაემტკიცებინა, რომ სემივოლისის განყოფილებას ინსტიტუტში ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა და და ეს უკანასკნელი საკუთარი არაკომპეტენტურობის გადაფარვას ცდილობდა.

ცოტა ხნის წინ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა, რომელმაც პროფესორი შჩეპოტინი მაშინვე გაათავისუფლა დირექტორის პოსტიდან, თუმცა მან ინსტიტუტში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელის ადგილი მაინც შეინარჩუნა და როგორც ქვეყნის წამყვანი ონკოლოგი, ოპერაციების ჩატარებას განაგრძობდა.

რაც შეეხება ტელეკომპანიას, აშკარაა, რომ ის წინასწარ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი აქტის შესახებ, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეშუქებინა, რომ არავის დაინდობენ, ვისაც კი ოდნავი შეხება ჰქონდა ძველ ხელისუფლებასთან. _ არც პროფესიონალს, და არც მის პაციენტებს.

postalioni.com