ზურაბ აბაშიძე: საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მას აქვს უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთშორისო ორგანიზაციასთან

ზურაბ აბაშიძე: საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მას აქვს უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთშორისო ორგანიზაციასთან

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი  ზურაბ აბაშიძე  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ლავროვმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გააკეთა.

"საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა ამიტომ, მას აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატოსთან. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას",-განაცხადა აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა მიიღოს შესაბამისი ზომები თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩასათრევად" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: