გეგი ნიჟარაძე: არ ვმონაწილეობდი ამ ბინძურ გარიგებაში

გეგი ნიჟარაძე: არ ვმონაწილეობდი ამ ბინძურ გარიგებაში

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა  გეგი ნიჟარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე  კომენტარი გააკეთა. მან  უპასუხა  "ნაციონალური მოძრაობის"  ბრალდებას  ერთერთი აპლიკანტის "ოთახში გამოკეტვასთან" დაკავშირებით.

"ეს არის აბსურდი, იქ არავინ არავის არ გამოუკეტავს. დამიბარეს ფრაქციის სხდომაზე, მაინტერესებს, რა შეკითხები აქვთ. მაქსიმალურად ვუპასუხებ ყველა შეკითხვას, რაც აინტერესებთ პატივცემულ დეპუტატებს",-განაცხადა ნიჟარაძემ.

ნიჟარაძე კორუფციულ სქემაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ის ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

"ეს არის ყოვლად გაურკვეველი სქემები, პასუხისმგებლობას არ ვიღებ, იმიტომ არ ვიღებ, რომ მე არ ვმონაწილეობდი ამ ბინძურ გარიგებებში. შესაბამისად, რაც არ გამიკეთებია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ,"-განაცხადა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ"  გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: