ირაკლი ალასანია: მინდა ვუპასუხო ბიძინა ივანიშვილს

ირაკლი ალასანია: მინდა ვუპასუხო ბიძინა ივანიშვილს

სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე ეკონომიკის სამინისტროს წინადადებები იყო, რომელმაც კიდევ უფრო გააკეთილშობილა ეს კანონი, თორემ ის კიდევ უფრო მკაცრი იქნებოდა, ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე პასუხისმგებლობა საგარეო უწყებას ეკისრება.

"მინდა ძალიან ნათლად ვუპასუხო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს ბრალი საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ წამოიღო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების სიმძიმე საგარეო უწყებაზე ჩამოკიდო. როგორც იცით, უწყებათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი არის იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრი. სწორედ მათი გადაწყვეტილებები იყო მთავარი და განმსაზღვრელი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის საგარეო უწყება, მაგრამ სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე ეკონომიკის სამინისტროს წინადადებები იყო, რომელმაც კიდევ უფრო გააკეთილშობილა ეს კანონი, თორემ ის კიდევ უფრო მკაცრი იქნებოდა", - აღნიშნა ალასანიამ.

მისი შეფასებით, არასწორია სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე პასუხისმგებლობის საგარეო უწყებისთვის და სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, მაია ფანჯიკიძისთვის დაკისრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: