შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა აჭარიდან დაიწყება!

შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა აჭარიდან დაიწყება!

"ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან,"- ეს განცხადება "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აჭარაში გააკეთა, სადაც მან ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა. 

 

შალვა ნათელაშვილი სოფელ თხილნარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ძირითად პრობლემად ციტრუსის რეალიზება დასახელდა.

 

ადგილობრივების მტკიცებით, სადაზღვევო კომპანიებმა მათ გაფუჭებული ციტრუსის თანხაც არ აუნაზღაურეს.

 

"მოვუწოდებ ამ მთავრობას მოიკელით ჯიპებისა და პრემიების ფული და ამ ხალხს დაეხმარეთ, სანამ ეს ხალხი მოგდგომიათ და გაუსტუმრებიხართ იქ სადაც საჭიროა,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: