ზურაბ აბაშიძე: ჩვენი მოვალეობაა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვიდგეთ!

ზურაბ აბაშიძე: ჩვენი მოვალეობაა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვიდგეთ!

უკრაინაში მყოფი ყოფილი ვიცესპიკერი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ კიევში, მაიდნის მოვლენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ოფიციალური თბილისის ჩართულობა და ღირსების მარშში მონაწილეობა საქართველოს ვალდებულებაა.

"შარშან ამ დროს, მთელი საქართველო იყო გულშემატკივარი უკრაინელი ხალხის და უკრაინის. ისინი იბრძიდნენ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დღეს სწორედ ბრძოლა ისევ გრძელდება უკრაინაში და ჩვენი ვალდებულება და ჩვენი მოვალეობაა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვიდგეთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სოლიდარობის მარშისთვის სამზადისი მიმდინარეობს. კიევში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებსაც გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: