ავთანდილ ბერიძე: დაისახა გეგმა თუ როგორ ვიმოქმედოთ!

ავთანდილ ბერიძე: დაისახა  გეგმა თუ როგორ ვიმოქმედოთ!

აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია.

შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების განმარტებით, მათ პოლიტსაბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნეს საკუთარი ხედვები და პოზიცია, პოლიტსაბჭოს მოსაზრებები მოისმინეს.

"მოვილაპარაკეთ, რომ პოლიტსაბჭოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება. დაისახა რაღაც გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ ხვალ, ზეგ, მასზეგ", - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: