ირაკლი აბესაძე:მარგიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია!

ირაკლი აბესაძე:მარგიშვილი  თანამდებობიდან გათავისუფლებულია!

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავჯდომარის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით თმილისის მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილს თანამდებობა დაატოვებინეს.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარგიშვილი გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ამჯერადაც ჩვენ აღმოვჩნდით მართლები, როდესაც ვსაუბრობდით, რომ ის იყო შეუსაბამო დაკავებული თანამდებობისთვის, უფრო მეტიც, ის მხილებულია დანაშაულების შემცველ მოქმედებებში, რომელიც იყო თანამშრომლების იძულებით გაყრა თბილისის მერიიდან, მათ შორის, კორუფციული გარიგებები. ასე რომ, ეს ადამიანი ნამდვილად სამარცხვინო იყო იმ თანამდებობაზე, რომელსაც იკავებდა. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ჩვენი ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ვაკეთებდით და ვაკეთებთ, არის სიმართლე". -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: