Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-02-2015, 16:11
ნანახია: 5382

ადვოკატმა  თამუნა ქუთათელაძემ "ივერიონის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ შპს "საქართველოს" ერთ-ერთი მეწილე, ქ-ნი თამარ დევდარიანი შესაძლოა წილის გარეშე დარჩეს. როგორც ქუთათელაძემ აღნიშნა, თამარ დევდარიანი ერეკლე და დავით კოდუების დედის, ლაურა ღაჭავას თაღლითური მაქინაციების მსხვერპლია.

"აღსანიშნავია, რომ  თამარ დევდარიანი  ქ-ნი  ლაურა ღაჭავას, დიახ იმ ცნობილი ერეკლე და დავით კოდუების დედის  ლაურა ღაჭავას თაღლითობის მორიგი მსხვერპლია, რომელიც  შესაძლებელია უკვე უახლოეს დღეებში     შპს "საქართველოში" უძრავი ქონების გარეშე დარჩეს. ეს განახორციელა ქალბატონმა ლაურა ღაჭავამ, რომელსაც    თაღლითური სქემა ჰქონდა თამარ დევდარიანის მიმართაც . მინდა შევახსენო  ყველას, 2011-2012 წლებში, ლაურა  ღაჭავამ, მის შვილებთან ერთად  დავით კოდუასთან ერთად კინაღამ რომ მოახერხეს  „ქართუ ბანკის“ გაკოტრებამდე მიყვანა,  ეს ის ხალხია, რომელთაც თაღლითური სქემით და უკანონო მანიპულაციების შედეგად შეიძლება ქალბატონი თამარი, ორი შვილის დედა, ქვრივი ერთადერთი ქონების გარეშე დატოვოს",-აღნიშნა ქუთათელაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, „ქართუ ბანკში“ ისევ ის იურისტები მუშაობენ, რომლებმაც აღნიშნული ბანკი გაკოტრებამდე მიიყვანეს. 

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  დღეს  „ქართუ ბანკში“ ისევ ის იურისტები არიან, რომელთაც ეს ბანკი გაკოტრებამდე მიყვანეს“.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ მან მიმართა  „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის  საგარეო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსს, ბატონ დავით მათიკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ  როდესაც ლაურა ღაჭავასგან ამ თანხის ამოღების პროცესი დადგა, მათ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინეს, თუ რა სამართლებრივი დარღვევები იქნა ჩადენილი  ბანკისთვის ზიანის მიყენების მზნით. თუკი ასეთი განცხადება იქნა შეტანილი, რა მექანიზმით მოხდა 2013 წლის ნოემბრის თვეში  შპს "საქართველოს" მთელი წილის იპოთეკით დატვირთვა, მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში არ მოიპოვება კრების ოქმი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ყველა მფლობელის თანხმობა... 

 

„საჯარო რეესტრმა როგორ დააფიქსირა  იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სავალდებულოა კრების ოქმი, რომელშიც იქნებოდა აღნიშნული, რომ მეწილეები თანხმობას აცხადებენ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა  10 000 000 $  უზრუნველსაყოფად დატვირთეს შპს „საქართველოს“ ქონება იპოთეკით და 18%-იანი სარგებლით.  წლიური 18%-იანი სარგებელი, ეს არის წლიური  1.800 000 $.  თუკი შპს "საქართველოს" ამ ოდენობის შემოსავალი ჰქონდა, დივიდენდების არც ერთი თეთრი, რაც ლაურა ღაჭავა დაინიშნა დირექტორად (2008 წლიდან) არავის არ მიუღია. 

ჩვენს მიერ საჯარო რეესტრში მოპოვებული ამონაწერებით (სადაც შემოსავლების ოდენობა მიზერულია ) შპს "საქართველო" წლიურად 180 000 დოლარს ნამდვილად ვერ გადაიხდის", - აღნიშნა ქუთათელაძემ. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იქნება.

მივმართავ ბატონ ბიძინას ეს საკითხი  პირად კონტროლზე აიყვანოს, რათა უნებურად არ გახდეს ლაურა ღაჭავას მორიგი მსხვერპლი",- განაცხადა ქუთათელაძემ.

 

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-02/1424952638_11008945_810663282303553_233798496_n.jpg