"ვინც ივანიშვილს ბოლო განცხადების ტექსტი დაუწერა, პანჩურის ღირსია"

"ვინც ივანიშვილს ბოლო განცხადების ტექსტი დაუწერა, პანჩურის ღირსია"

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე, ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, არასწორი რჩევის მიმცემი ფიგურები გარემოცვიდან მოიშოროს.

 

"მე რომ ბატონი ივანიშვილი ვიყო, პირველ რიგში, ამ იდეის ავტორს, ვინც ამის გახმოვანება შესთავაზა, კინწისკვრით გავაგდებდი, ხოლო იმას, ვინც ეს ტექსტი დაუწერა, პანღურით გავაგდებდი," - ამბობს რომან გოცირიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ მრჩევლებს შორის არ არის მთავრობა.

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე, ივანიშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის რეაქციასაც აფასებს და ამბობს, რომ "ხელისუფლებასა და პარლამენტში ადამიანებმა ღირსება დაკარგეს".

 

"არასასიამოვნო სანახავია და მოსასმენია, როდესაც მინისტრები ერთმანეთს ასწრებდნენ მაამებლობაში და არამარტო მინისტრები, დეპუტატები და მმართველი გუნდი. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ერთგულების გამოხატვაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მაშინ, როცა მთელი ბოლო პერიოდში ისინი აცხადებდნენ, რომ "ეროვნულ ბანკთან" აქტიურად თანამშრომლობდნენ, საკმარისი გახდა ივანიშვილისგან ერთი პატარა მინიშნება და ადამიანებმა დაკარგეს ღირსება," - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: