ბორის ნემცოვის მკვლელის გარეგნობა დადგენილია

ბორის ნემცოვის მკვლელის გარეგნობა დადგენილია

პოლიციამ ბორის ნემცოვის მკვლელის პორტრეტი შექმნა. პორტრეტი  ნემცოვის მეგობრის ანა დურიცკაიასა და კიდევ ერთი მოწმის ვიქტორის ჩვენებების საფუძველზე შეიქმნა. 

 

"იძებნება მამაკაცი, 170-175 სმ სიმაღლის, ჩვეულებრივი აღნაგობის, მუქი, მოკლედ შეჭრილი თმით, რომელსაც ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი და ყავისფერი სვიტერი," -ამის შესახებ Lifenews-ს სამართალდამცავი ორგანოდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია. 

 

მისივე ცნობით, მკვლელი უკეთ ვიქტორს ახსოვდა, რომელიც იმ დროს, როგორც თავად ამბობს, შემთხვევის დროს წყვილიდან 80 მეტრის მოშორებით მოძრაობდა.  რაც შეეხება ანას, მან განაცხადა, რომ თითქმის არაფერი ახსოვს, რადგან შოკში იმყოფებოდა. 

 

სამართალდამცავი ორგანო ძებნილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სამ მილიონ რუბლს გადაიხდის, ხოლო ინფორმაციის მიმწოდებელის ანონიმურობა დაცული იქნება. 

 

Lifenews-ის ცნობით,  შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 ცალი 9 მილიმეტრის ზომის ტყვიის გილზა.

 

ცნობისთვის, ვიქოტრი შემთხვევის კიდევ ერთი თვითმხილველია. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: