ეკა ბესელია: საჭიროა ახალი სახეების გამოჩენა

ეკა ბესელია: საჭიროა ახალი სახეების გამოჩენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ახალი სახეების მოსაძიებლად კონსსულტაციებს რამდენიმე თვეა აწარმოებს.

 

"რამდენიმე თვეა უკვე ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა უფრო დახურულ ფორმატში. ჩვენ შემოვიარეთ ყველა რეგიონში "ქართული ოცნების" შტაბები და მას შემდეგ, რაც მესამე ადგილბრივი არჩევნები დასრულდა გადავწყვიტეთ, რომ  საჭიროა ახალი სახეების გამოჩენა.

ლოგიკურია, რომ სიახლე, გადახალისება, ახალი სახეები და ახალი წევრები ყოველთვის დგას დღის წესრიგში."- განაცხადა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: