რომელი მინისტრები ითხოვენ გადადგომას?

რომელი მინისტრები ითხოვენ გადადგომას?

გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის - კახა კუკავა აცხადებს, რომ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეას ბიძინა ივანიშვილის კლანი ახორციელებს. და ამ იდეის განხორციელება მიზნად ისახავს იმას, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ არსებობა 4 წლით გაიხანგრძლივოს. კუკავა ამბობს, რომ დღეს საქართველოში არის ვითარება, რომელიც 2001 წელს შევარდნაძის, ხოლო 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმების დროს იყო და ხელისუფლება ბოლომდეა გაკოტრებული. "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ დაწყებულია ლპობის პროცესი და ხელისუფლება უკვე დასრულებულია. "ახლა მიმდინარეობს ხელისუფლების ლპობის პროცესი. ჩვენ გვყავს მინისტრები, რომლებიც გადადგომის შესახებ წერენ განცხადებებს და ბიძინა ივანიშვილი არ აკმაყოფილებს. გიორგი კვირიკაშვილმა რამდენჯერმე ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება. ასევე წულუკიანმა, ასევე სუბარმა და მათ ძალით აჩერებენ მთავრობაში. ყველასთვის გასაგებია, რომ ქართული ოცნება არის ბოლომდე გაკოტრებული. უბრალოდ, ვიდრე ქვეყანაში არ ჩამოყალიბდება ძლიერი ალტერნატივა - მანამდე ამ ხელისუფლების ლპობის პროცესი გაგრძელდება"- აცხადებს კახა კუკავა "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: