ზურაბ ტყემალაძე საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

ზურაბ ტყემალაძე საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემალაძე საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

ტყემალაძის განმარტებით, თუ  თუ საკითხს 76 დეპუტატის მხარდაჭერა არ ექნება, კომისია ვერ შეიქმნება. ზურაბ ტყემალაძე იმასაც ამბობს, რომ საყდრისთან დაკავშირებულ მოვლენებს სასამართლო განიხილავს და დეპუტატები სწორედ მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდნონ.


"კომისიის შექმნას თავისი პროცედურები აქვს და სწორედ ამიტომ არ შეიქმნა აქამდე პარლამენტში. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერების აზრი ორად არის გაყოფილი. მათ განსახვავებული პოზიცია აქვთ. ზოგი იძახის,  რომ ეს არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ზოგი-პირიქით. აქედან გამომდინარე, თუკი დეპუტატები მხარს დაუჭერენ კომისიის დაკომპლექტებას, ჩვენ გადავწყვეტთ იმას, რომ საყდრისი ისტორიულ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს? ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადაწყვიტოს,  ის არის, რამდენად სამართლიანად მოხდა საყდრისზე სტატუსის მოხსნა," - აღნიშნავს  ტყემალაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: