დავით სერგეენკო: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობაში გამოვლენილია კრიტიკული მიმართულებები

დავით სერგეენკო: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობაში გამოვლენილია კრიტიკული მიმართულებები

 ჯანდაცვის მინისტრს, თბილისის მერიის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და სსიპ 112-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.

მხარეებმა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობასა და აღმოჩენილ ხარვეზებზე იმსჯელეს. მთავარი პრობლემა სასწრაფოს დაგვიანებაა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სუსტი წერტილები, თუ რატომ ხდება გამოძახებებზე დაგვიანება. შეხვედრის მიზანი სწორედ პრობლემების იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის ეფექტური გზის პოვნა იყო.

დავით სერგეენკოს განცხადებით, უკვე გამოვლენილია კრიტიკული მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა აქტიურად დაიწყება.

შეხვედრაზე მინისტრმა სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა, რომელიც თბილისის მერთან შეთანხმების შემდეგ გაქტიურდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი; შს მრჩეველი გიორგი ბაინდურაშვილი; თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე; მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი; თბილისისა და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელები თემურ ბარკალაია და თეიმურაზ ხარაშვილი; სსიპ 112-ის ხელმძღვანელი გიორგი ბიჭიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: