რატომ გაჭიანურდა თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნება?

რატომ გაჭიანურდა თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნება?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახური  ე.წ კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილს სწავლობს. 

"ჩვენ უკვე ვასრულებდით თავდაცვის სამინისტროში საქმის შესწავლას, როდესაც პროკურატურიდან მივიღეთ მასალები, სადაც გვთხოვდნენ, რომ შეგვესწავლა ე.წ. კაბელების საქმის ტენდერი და სწორედ ამის გამო გაიწელა დროში თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნება. თავდაცვის სამინისტროში ასეთი შემოწმება, რასაც ვახორციელებთ, ამ მასშტაბით არ განხორციელებულა. უწყებას ჩვენ ვამოწმებთ ფინანსური აუდიტის ფარგლებში," - განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიპროცედურულ საკითხებს სწავლობს.

"ჩვენი დასკვნა იქნება, რამდენად დაცული იყო ამ ტენდერის პირობები, რამდენად ეკონომიურად და ეფექტურად განკარგა სამინისტრომ. ორი თვის წინ მოგვმართა პროკურატურამ კაბელების საქმის ფინანსურ შემოწმებასთან დაკავშირებით. ფინანსურ ნაწილში მონიტორინგის განხორცილება ჩვენი ვალდებულებაა და ამაზე დავდებთ დასკვნას," - განაცხადა ლაშა თორდიამ.

თორდიას თქმით აუდიტის სამსახურმა პროკურატურისგან ე.წ. კაბელებთან დაკავშირებული საქმის მასალები 2014 წლის დეკემბერში მიიღო.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: