„თავხედი“ და „მატყუარა“- რატომ იჩხუბეს გოგორიშვილმა და ბესელიამ?

„თავხედი“ და „მატყუარა“- რატომ იჩხუბეს გოგორიშვილმა და ბესელიამ?

საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის დეპუტატებმა, ხათუნა გოგორიშვილმა და ეკა ბესელიამ ერთამენთს "თავხედი" და "მატყუარა" უწოდეს. 

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს. 

ბესელიას თქმით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავის განცხადებაში სწორედ ამაზე საუბრობდა, როცა ქამრების შემოჭერის თემას შეეხო. 

ეკა ბესელიას ამ განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის  ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება. სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოხდა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: