რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს პარლამენტი უფრო და უფრო მზარდ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკაში

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს პარლამენტი უფრო და უფრო მზარდ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკაში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი დღეს ქუთაისში, პარლამენტში უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, რადგან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება.


"საქართველოს პარლამენტი უფრო და უფრო მზარდ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკაში. ყოველთვის, როცა მაქვს შესაძლებლობა, ვხვდები პარლამენტში უმრავლეობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც გამოვყო. მნიშვნელოვანია, საქრთველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ პარლამენტის წევრებს აღელვებთ, თუ რას ფიქრობს ხალხი. მოვუწოდებდი საქართველოს მოაქალაქეებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, მიაწვდინონ თავიანთი ხმა დეპუტატებს. განხილული თემებიდან მნიშვნელოვანია ასევე საარჩევნო რეფორმაც, ეს რეფორმა უზრუნველყფდა თანაბარ წარმომადგენლობას დიდი თუ პატარა რაიონების მოსახლეობისთვის", -განაცხადა ნორლანდმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: