"ქართულ ოცნებას" რუსეთის მოქალაქეები აფინანსებდნენ

"ქართულ ოცნებას" რუსეთის მოქალაქეები აფინანსებდნენ

როგორც ირკვევა ”ქართული ოცნების” დაჯარიმებული შემომწირველი ფირმების დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აუდიტის სამსახურმა 80 ათასი ლარით კოალიციის შემომწირველი ორი იურიდიული პირი დააჯარიმა.

აუდიტის სამსახურის უფროსის განცხადებით, "ქართული ოცნების" შემომწირველი ორი კომპანია „ჯეო-სპირტ პრომი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ იმის გამო დაჯარიმდნენ, რომ ამ კომპანიების დამფუძნებელი პირები რუსეთის მოქალაქეები არიან, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

დარღვევები 2014 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა.

აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე კანცელარიის საქმიანობას იკვლევს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: