„ლაურა ღაჭავას თაღლითური სქემის მორიგი მსხვერპლი“

„ლაურა ღაჭავას თაღლითური სქემის მორიგი მსხვერპლი“

ბატონო ბიძინა !

ვადასტურებ რა თქვენდამი პატივისცემას ,

მოგმართავთ მოქალაქე თამარ დევდარიანის შპს "საქართველო"-ს 5,89% წილის მფლობელის (სასტუმრო სასართველო-ში შესაბამისი ქონების მეპატრონის) ინტერესების დამცველი ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე .

თამარ დევდარიანი არის ლაურა ღაჭავას თაღლითური სქემის მორიგი მოსალოდნელი მსხვერპლი ისევე,როგორც სს"ბანკი ქართუ".

თქვენ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მაქინაციების შესახებ საქმის კურსში არ გაყენებენ 

-"ბანკი ქართუ"-ს იურისტები ,რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობას,რომელიც გამოიხატება შემდეგში;

1. ლაურა ღაჭავამ, მის შვილთან , დავით კოდუასთან ერთად კინაღამ მოახერხეს "ქართუ ბანკის" გაკოტრებამდე მიყვანა 2012 წელს 14 მილიონი დოლარის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო( სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონება გაყიდეს ოფშორულ ფირმებზე) .

2. 2011 წლის 23 დეკემბერს ლაურა ღაჭავამ მისი კუთვნილი წილი 73,28% -ი შპს "საქართველო"-ში გაასხვისა -მიჰყიდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე თანხის გადახის ვალდებულებით იოსებ ფიჩხაძეს 30 000 000 მილიონ დოლარად .ფიჩხაძეს ეს ვალდებულება დღემდე შესრულებული არ აქვს და შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდება.(გაუქმდა)

3. 2013 წლის ნოემბერში სს " ბანკმა ქართუ"-მ ლაურა ღაჭავას 2011 -2012 წლებში წარმოშობილი პირადი ვალდებულების გამო სს " ბანკი ქართუ"-ს წინაშე,იპოთეკით დატვირთა შპს "საქართველო"-ს მთელი უძრავი ქონება (სასტუმრო საქართველო,სხვა ქონება შპს -ს არ გააჩნია) შპს "საქართველო"-ს წილის მფლობელების ნების გარეშე ,მხოლოდ ამავე შპს-ს დირექტორ ლაურა ღაჭავას პირადი თანხმობით.

4. სს"ბანკ ქართუ"-ს მიერ იპოთეკით დატვირთული შპს "საქართველო"-ს მთელი ქონებიდან შერჩება ზემოთ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების გამო მხოლოდ 26,72 %,რადგან ლაურა ღაჭავა მოსთხოვს ე.წ. მყიდველს იოსებ ფიჩხაძეს წილის შესაბამისი უნაკლო ქონების დაბრუნებას .(იპოთეკით დატვირთვის გარეშე მის მიერ ნასყიდობის ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო),ან შპს "საქართველო"-ს გაყიდვის შემთხვევაში დაფიქსირდება სოლიდურ მევალედ (30 000 000 აშშ დოლარის ოდენობით)

4. თამარ დევდარიანი კი შპს"საქართველო"-ში დარჩება 5,89%-ი წილის შესაბამისი ქონების გარეშე (მხოლოდ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში)

5. სს"ბანკ ქართუ"-ს დარჩება 10 000 000 მილიონი აშშ დოლარის წლიური 18 % -ი სარგებლით უზრუნველსაყოფად შპს "საქართველო"-ს მხოლოდ 26,72%-ის შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა. (თამარ დევდარიანის წილისა და მის შესაბამის ქონებასთან ერთად)

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ასევე ამ შპს"საქართველო"-ს 10,98%-ის მფლობელი გურამ ახრახაძეც კატეგორიული წინაარმდეგია მისი წილის შესაბამისი ქონების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით.ე.ი. სს"ბანკ ქართუ"-ს დარჩება სამრთლებრივი დავის წარმოშობისას მხოლოდ 09,85 %-ის შესაბამისი ქონება დატვირთული იპოთეკით პირადად ლაურა ღაჭავას 10 000 000 მილიონი აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად.(ლაურა ღაჭავას და სს"ბანკ ქართუ"-ს იურისტების "დამსახურებით").

მოგმართავთ ბატონო ბიძინა

გთხოვთ შეგვხვდეთ ან შეგვახვედროთ თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც დაწვრილებით ავუხსნი ამ თაღლითურ სქემას . ასევე გთხოვთ ეს საკითხი აიყვანოთ პირად კონტროლზე , რათა არ გახდეს ლაურა ღაჭავას მორიგი მსხვერპლი ქვრივი , ორი შვილის დედა -თამარ დევდარიანი და ასევე უნებურად თუ შეგნებულად სს"ბანკი ქართუ"-ც.

წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღება და თანადგომისათვის

პატივისცემით

ადვოკატი: /თ.ქუთათელაძე/

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: