ელიზბარ ჯაველიძე:ესენი მზად არიან, საკუთარი ოჯახი გაყიდონ, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ!

ელიზბარ ჯაველიძე:ესენი მზად არიან, საკუთარი ოჯახი გაყიდონ, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ!

"სახალხო კრების" წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ  "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნაციონალებისგან" ყოველგვარ უბედურებას ელის, მისი თქმით, ისინი მზად არინ საკუთარი ოჯახი გაყიდონ, რონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.


 "ნაციონალებისგან" მე ველი ყოველგვარ უბედურებას, რაც კი შეიძლება დედამიწის ზურგზე მოხდეს! უზნეობა, გათახსირებულობა, სამშობლოსთვის ზურგში ხანჯლის ჩაცემა! ესენი მზად არიან, საკუთარი ოჯახი გაყიდონ, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ტელევიზიები კი ცდილობენ, საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ, მაგრამ გამორიცხულია, ხალხს დაავიწყდეს 9-წლიანი ჯოჯოხეთი და არსებული ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების მიუხედავად, "ნაციონალების" გვერდით დადგეს,"- განაცხადა ჯაველიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება კარგად უნდა ხედავდეს წინა ხელისუფლებასა და ახლანდელს შორის განსხვავებას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: