ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა ინტერესთა კონფლიქტის გამო დატოვა

ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა ინტერესთა კონფლიქტის გამო დატოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც ცნობილია,  პოსტის დატოვების მიზეზი აზმაიფარაშვილის მეორე თანამდებობა გახდა.

ზურაბ აზმაიფარაშვილი აირჩიეს ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტად, შარშან, აგვისტოში. ინტერესთა კონფლიქტის გამო, მინისტრის მოადგილის თანამდებობა შეუთავსებელი იყო, აქ ვერ იმუშავებდა და ოფიციალური მიზეზი ეს არის", - აცხადებენ სამინისტროში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: