რას დაჰპირდა ბიძინა ივანიშვილი დავით დოიაშვილს?

რას დაჰპირდა ბიძინა ივანიშვილი დავით დოიაშვილს?

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა იავნიშვილსა და მუსკომედიისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს  დავით დოიაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.


როგორც „ივერიონს“  სანდო წყარომ განუცხადა, შეხვედრის მიზეზი რიყეზე საკონცერტო დარბაზისა და მუსიკალური თეატრის მშენებლობების  შეჩერება  და დემონტაჟი იყო.


წყაროს თქმით, ივანიშვილი დოიაშვილს ახალი თეატრის აშენებას დაჰპირდა,სანაცვლოდ კი, დოიშვილი რიყეზე წამომართული შენობა-ნაგებობების (მუსიკალური თეატრის) დემონტაჟს უნდა დასთანხმდეს. ყოველ შემთხვევაში, დოიაშვილი დემონტაჟს არც გააპროტესტებს.


შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“  რიყეზე  მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა.


ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გაბუნია კი,  თბილისის მერიას მოუწოდებდა, სამომავლოდ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე აღარ მიეღო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: