მცხეთის გამგეობის თანამშრომელმა საწარმოს დირექტორს, ქრთამის სახით, 4 ათასი ლარი მოსთხოვა

მცხეთის გამგეობის თანამშრომელმა საწარმოს დირექტორს, ქრთამის სახით, 4 ათასი ლარი მოსთხოვა

ქრთამის აღებისთვის მცხეთის გამგეობის თანამშრომლის დაკავებაზე გავრცელებულ ინფორმაცის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურად ადასტურებს.

 

უწყების მიერ გავრცელებული მასალიდან ირკვევა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლისის ტერიტორიულ ორგანოში კურბანალ კარაევმა სოფელ ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლების, შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან თავის არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს, ქრთამის სახით, 4 ათასი ლარი მოსთხოვა.

 

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. 

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: