Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
10-03-2015, 16:53
ნანახია: 799

როგორია თბილისის მერის საიდუმლო გეგმა?

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ამ დრომდე გრძელდება. დავით ნარმანიას მოადგილის ერთი თანამდებობა ვაკანტურია, თუმცა საკრებულოში ორი კანდიდატია დასამტკიცებლად წარდგენილი. 

 

როგორია თბილისის მერის გეგმა, უცნობია. დავით ნარმანიამ ან კიდევ ერთი მოადგილე უნდა შეცვალოს, ან მერიაში დამატებითი შტატი გამოყოს. 

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მერიაში შტატის დამატება არ იგეგმება. 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისი მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ალექსანდრე მარგიშვილმა დატოვა, მის ადგილს, სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. 

 

რაც შეეხება ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურას, ამ დრომდე უცნობია, თუ ვის ჩაანაცვლებს ის. 

 

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები მერიაში საკადრო ცვლილებებს მიესალმებიან, თუმცა ახალი შტატის დამატების წინააღმდეგ გამოდიან.