მამუკა არეშიძე: ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს!

მამუკა არეშიძე: ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გამო აგრესიულად არის განწყობილი, ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე "ალიას" ესაუბრა.

 არეშიძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და "სიტუაციის ხელში აღებას აპირებს".


"მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი პოზიცია არის ძალიან აგრესიული. ის აქტიურად არის ჩართული ცვლილებების პროცესში. სამწუხარო რამ ხდება, მმართველ ძალას სადავეები გაექცა. მაქვს ინფორმაცია, რომ ის სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და სიტუაციის ხელში აღებას აპირებს", - განაცხადა არეშიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: