თბილისის მერიაში ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებენ

თბილისის მერიაში ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებენ

თბილისის მერია ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებას დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ საკადრო ცვლილებებზე თბილისის მერი ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს ეკონომიკური ექსპერტი, ირაკლი ლექვინაძე დაიკავებს.მისივე თქმით, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად უკვე დაინიშნა დეპუტატ ანი მიროტაძის და, თეა მიროტაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: