დავით სერგეენკო: მაქსიმალურად ეფექტური გზა იქნება შერჩეული

დავით სერგეენკო: მაქსიმალურად ეფექტური გზა იქნება შერჩეული

ქვეყნის სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენისთვის მაქსიმალურად ეფექტური გზა იქნება შერჩეული, განცხადება ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

"პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება ეკონომიკიური ბლოკის მიერ ინფორმირებული იყოს მიმდინარე საკითხებსა და სამოქმედო გეგმაზე, რაც, პრაქტიკულად, ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება იმას, რა ფორმით მოხდება წარდგენა - საკომიტეტო თუ რიგგარეშე სხდომაზე, ეს ჩემი მხრიდან რთული შესაფასებელია. არჩეული იქნება ის გზა, რომელიც მაქსიმალურდ ეფექტური იქნება ამ გზავნილების მისაწოდებლად", - აღნიშნა სერგეენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: