ეკა ბესელია: ეს იქნება შეკრება შეკრებისთვის!

ეკა ბესელია: ეს იქნება შეკრება შეკრებისთვის!

საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლის ეკა ბესელიას განცხადებით რიგგარეშე სხდომა, გამართვის შემთხვევაში, შეკრება შეკრებისთვის იქნება.

"კვორუმი რომ შედგეს, ვინ უნდა წარმოადგინოს საკითხი, არ არის მითითებული. არ არის მომხსენებელი, არ არის კონკრეტული პროცედურა დაცული, რა უნდა მოხდეს? ეს იქნება შეკრება შეკრებისთვის, მაგრამ მას ვერ ექნება ვერანაირი შინაარსი და ვერ იქნება ვერანაირი განხილვა",-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, რიგგარეშე სხდომის საჭიროების შესახებ  გიორგი მარგველაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია გაიზიარა.  პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: