მამუკა კაციტაძე: ვერანაირ შესაძლო საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ 21 მარტს რაღაცა განსკაუთრებული მოხდეს!

მამუკა კაციტაძე: ვერანაირ შესაძლო საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ 21 მარტს რაღაცა განსკაუთრებული მოხდეს!

"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მამუკა კაციტაძე 21 მარტს დაგეგმილ აქციას აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი პოლიტიკური პულსის გასინჯვის დღე, თუმც მიუხედავად  ამისა,  "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს.

 

"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას, თეორიული შანსი ყველაფრის არსებობს ბუნებაში. მაგრამ, ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" "ნამოღვაწარიდან" და მეორე მხრივ, საზოგადოებაში არსებული განწყობებიდან გამომდინარე, ამ შანსს მე დღეს ვერ ვხედავ და მინიმუმამდე დავიყვანდი.

ვერანაირ შესაძლო საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ 21 მარტს რაღაცა განსკაუთრებული მოხდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს მიზეზი კი ისაა, რომ დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს ის პოლიტიკური დენთი, ის ძალა, შესაძლებლობა და გავლენა საზოგადოებაში, რომ მან 21 მარტი რაღაცა სერიოზულ მადესტაბილიზირებელ მომენტად აქციოს. ეს ასე იქნება, თუ "ქართული ოცნება" არ შეუწყობს ხელს.

21 მარტის აქცია არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი პოლიტიკური პულსის გასინჯვის დღე", - განაცხადა  მამუკა კაციტაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: